FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step
banner
banner

როგორ გავანათოთ ბაღი ხელნაკეთი ლამპებით

Загрузка...

ეს არის მარტივად გაკეთებული ქილების ლამპები, რომლებიც დაკიდულია ბაღის კაუჭების გამოყენებით. იდეალურია თქვენი ეზოსთვის, მისი ნაზი და რბილი ნათება ქმნის საოცარ ატმოსფეროს.

ამ პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქილები, რომლებიც სახლში გვქონდა შემონახული. ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს ის, რომ მათი გადაადგილება ძალიან მარტივია და გამოყენება შეიძლება როგორც ეზოში ისევე სახლში. მათი გამოყენება შეგიძლიათ საზაფხულო წვეულებაზე, მომავალ ქორწილში, ან უბრალოდ ოჯახთან ერთად.

 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ქილები და მათი თავსახურები
  • ბურღი
  • #5 ზომის საათის ჯაჭვი
  • მავთულის მოსაჭრელი
  • ბრტყელტუჩა
  • ბაღის კაუჭები
  • სანთლები
  • შესასხურებელი საღებავი

 

ბურღის გამოყენებით ამოჭერით თავსახურების შუა ნაწილი და გვერდებზე პატარა ხვრელები გაუკეთეთ.

ამ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ თავსახურების გადაღებვა ოქროსფრად ისე, რომ ისინი ჯაჭვის ფერს შეესაბამებოდეს. ამის გაკეთება სურვილისამებრ შეგიძლიათ, თქვენ მხოლოდ შესასხურებელი საღებავი დაგჭირდებათ.

მავთულის საჭრელის გამოყენებით მოჭერით მიახლოებით 20 სანტიმეტრი “საათის” ჯაჭვისგან და დაამაგრეთ თავსახურის ხვრელებში ბრტყელტუჩას გამოყენებით. ჩვენ ავირჩიეთ #5 ზომის საათის ჯაჭვი, რადგან ის გაუძლებს ქილის სიმძიმეს.

დააფარეთ თავსახური ქილებს და მოუჭირეთ.

ქილის მიახლოებით ნახევარი შეავსეთ წყლით და ჩადეთ ანთებული სანთლები ისე, რომ წყალზე იტივტივონ.

ბაღის კაუჭები დაამაგრეთ ღობეზე და მათზე ქილები ჩამოკიდეთ.

ისინი გამოიყურებიან ძალიან მომხიბვლელად და ქმნიან სოფლის ატმოსფეროს. დატკბით მათი ნათებით მთელი საღამოს განმავლობაში.

Загрузка...
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!