FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step

რას ამბობს თქვენი ხელნაწერი თქვენზე

Загрузка...

გასაოცარია თუ რამდენის თქმა შეგიძლია პიროვნებაზე მისი ხელნაწერით. ისევე როგორც ჟესტიკულაციით, თქვენი ხელწერა ბევრს ამბობს თქვენზე და შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში პრობლემების დადგენაც.

brainz.ge რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ

  • ზომა მნიშვნელოვანია 

ხელნაწერის ანალიზის დროს, ზომა კრიტიკულია. თუ დიდი ასოებით წერ, მაშინ ექსტრავერტი ხარ. თავისუფალი და თავდაჯერებული, ადვილად ამყარებ ურთიერთობას ხალხთან. ყურადღების ცენტრში ყოფნა პრობლემებს არ გიქმნის. თუ პატარა ასოებით წერ, მაშინ დიდი ალბათობით ინტროვერტი ხართ, ფოკუსირებული, ფრთხილი და მორცხვი. ყოველთვის აქცევთ ყურადღებას დეტალებს და აანალიზებთ ხალხს სანამ მათთან კომფორტულად იგრძნობთ თავს.

  • სიტყვებსა და წინადადებებს შორის სივრცე

სიტყვებს შორის დიდი სივრცე მეტყველებს რომ თქვენ გაქვთ ნდობის პრობლემები. მიდრეკილება გაქვთ მარტოობისკენ და ცდილობთ თავიდან აიცილოთ კონტაქტი ხალხთან. თუ მცირე ადგილებს ტოვებთ, შესაძლოა არამდგრადი ემოციების პატრონი იყოთ. ხალხთან ყოფნა გინდათ და არ შეგიძლიათ მარტო გაჩერება.

  • ასოების დახრა

თუ თქვენი ნაწერი არ არის დახრილი, პრაქტიკული, ლოგიკური და დაბალანსებული პიროვნება ბრძანდებით. ემოციებს და თქვენს გარშემო სიტუაციებს აკონტროლებთ. თუ დახრილად წერთ, შესაძლოა ნაკლებად კონტროლირებადი იყოთ და გიყვარდეთ ახალ-ახალი თავგადასავლები. გიყვართ ახალ ადამინებთან შეხვედრა.  მაგრამ აქვეა მესამე ვარიანტი: თუ თქვენ მარცხნივ ხრით ასოებს, შესაძლოა იყოთ უფრო ფრთხილი და ამავდროულად „ქარიშხალიც“ არ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ კარგად ასრულებთ გუნდურ სამუშაოებს.

  • წერტილებს უსვამთ i-ს

წერტილი i-ს თავზე მცირე დეტალად გვეჩვენება, მაგრამ გაგაკვირვებთ თუ რამდენს ამბობს ის თქვენზე. თუ წერტილს მაღლა სვამთ, დიდი ალბათობით შესანიშნავი წარმოსახვის უნარი გაქვთ. მეოცნებე ადამიანი ხართ და ხშირად იკარგებით ღრუბლებში. თუ ტირეს იყენებთ, მაშინ ზედმეტად კრიტიკული და დაკვირვებული ხართ, ყოველთვის მაქსიმალურს მოითხოვთ თქვენი თავისგან და გჯერათ რომ შეგიძლიათ უკეთესი გახდეთ.წერტილის ადგილას  წრე ან ნებისმიერი სხვა სიმბოლო მიგვანიშნებს რომ თქვენ ხართ კრეატიული და ხშირად იქცევით ბავშვურად. გიყვართ თამაში და ყველა შანსს იყენებთ ნებისმიერი რომ მიატოვოთ თქვენი საქმე და გააკეთოთ ის რაც გსურთ.

  • ზეწოლა

თუ რა ზეწოლას ატანთ ქაღალდზე წერისას ბევრს მეტყველებს თქვენს სიცოცხლისუნარიანობაზე და თავდაჯერებულობაზე. ძლიერი წეზოლა მიგვანიშნებს ძალაზე, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაზე და თავდაჯერებულობაზე. ყოველთვის წინ იყურებით.

თუ ზეწოლა სუსტია, მგრძნობიარე და ემფატიკური პიროვნება ხართ, ყოველთვის გაწუხებთ ეჭვები და გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!