FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step

Knitty One – ჩვენ გთავაზობთ ქართულ ნაქსოვ ნაწარმს

Загрузка...

ონლაინ მაღაზია „ნითი უანი“ სულ რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. სტარტაპის იდეა ორი მეგობრის და დიასახლისის იდეა იყო.

როგორ შეიქმნა ახალი ბრენდი და საიდან გაჩნდა იდეა გვიამბობს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ელენე ავაზნელი:

ბავშობიდან ვქსოვ. მეხუთე კლასში შრომის მასწავლებელს მივუტანე მოქსოვილი კოლში ქვედაბოლო, რაც ძნელი დასაჯერებელი იყო.ქსოვის სწავლას ყველგან ვახერხებდი…მახსოვს გაგრის მატარებელში ჩვენს კუპეში ქალი რეგლანს ქსოვდა ვთხოვე და მასწავლა. ვქსოვ ყველაფერს, ყაისნაღით, ჩხირებით, ასევე ვქსოვ მაკრამეს, გობელენს,  ვაკეთებ ბისერისგან სამკაულებს, ასევე წნულებს, კალათებს…

ნაქსოვ ტანსაცმლებზე და აქსესუარებზე მეგობრები და ნაცნობები მეკითხებოდნენ, სად მქონდა შეძენილი. როდესაც ვეუბნებოდი, რომ ჩემი ნამუშევარი იყო ზოგი მათგანი მთხოვდა, რომ ანალოგიური მათთვისაც მომექსოვა.

ჩემს მეგობარს კი გაუჩნდა იდეა, რომ ჩემი „ჰობი“ ბიზნესად გვექცია და სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ბრენდის ჩამოყალიბება და ნაწარმზე ფიქრი.

რა ღირს თქვენი ნაწარმი?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ პროდუქტის დიზაინს ჩვენი გემოვნებით ვქმნით, თუმცა რათქმაუნდა შეკვეთებზეც ვმუშაობთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ სფეროში დიდი კონკურენციაა და სხვა ნაქსოვი ნაწარმის უფრო დაბალ ფასად შეძენაც არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ აქცენტს პროდუქტის ხარისხზე ვაკეთებთ. ფასი გამომდინარეობს მასალის ხარისხსა და ხელობის სირთულეზე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მისაღები ღირებულების პროდუქცია გვაქვს, რომელსაც ძალიან კარგი ფასი აქვს.

რა სახის ტანსაცმელს და აქსესუარებს ამზადებთ?

ძირითადად ბავშვის ნაქსოვ ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელს ვქსოვთ, აქსესუარებიდან მოთხოვნა არის ნაქსოვ ჩანთებზე. რათქმაუნდა შეგვიძლია, რომ ყველა სეგმენტისთვის მოვქსოვოთ და ასევე შეკვეთებიც მივიღოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული ნამუშევარი დახვეწილი და უმაღლესი ხარისხის იყოს და სწორედ ამით მოვიპოვოთ მომხმარებლის სიყვარული.

როგორ ხდება პროდუქტის რეალიზება?

ბიზნესი სულ რამოდენიმე თვეა რაც დავიწყეთ და ამ ეტაპისთვის ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ. მომხმარებლები ძირითადად facebook-ის საშუალებით გვწერენ და მათ ადგილზე მიტანის სერვისით ვემსახურებით.

ნაქსოვი ნაწარმისა და შეკვეთების მიცემა შეგიძლიათ facebook-ის გვერდზე :

https://www.facebook.com/knittyone/

 

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!