FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step

ინტერიერის ტოპ 10 ყველაზე მაგარი ხრიკი თქვენი სახლის გასალამაზებლად

Загрузка...

პროფესიონალ დიზაინერებს თქვენთვის რამოდენიმე რჩევა აქვთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გადააკეთოთ თქვენი სახლი ხელოვნების ნიმუშად სულ მცირე დროში.

10. დეკორატიული კედელი

თუ გსურთ რომ, თქვენი ოთახი იყოს ფერადი და საინტერესო ამისათვის ყველა კედლის შეღებვა არაა აუცილებელი, საკმარისია შეღებოთ ერთი მათგანი ან მორთოთ ხის პანელებით.

9. გამჭირვალე ავეჯი

ეს ხერხი განსაკუთრებით გამოგადგებათ მათ ვისაც პატარა ბინა გაქვთ, რადგან გამჭირვალე ავეჯი მეტ სივრცეს აჩენს თქვენს სახლში და იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას.

8. ჩვეულებრივი ხის ავეჯის დიზაინერულ შედევრად გადაკეთება

სულ ცოტა საღებავით და რამოდენიმე ნაჭერი ხით თქვენ შეგიძლიათ ყველაზე უბრალო ავეჯი გადააქციოთ დიზაინერულ შედევრად და რათქმაუნდა ის ერთადერთი და უნიკალური იქნება.

7. ფანჯრის ფორმის სარკე

სარკე რომელიც ჰგავს ფანჯარას არა მარტო მეტ სივრცეს აჩენს თქვენს სახლში არამეტ ის ამსუბუქებს ოთახს მით უმეტეს თუ ნამდვილი ფანჯრის გაღმაა გაკეთებული.

6. მცენარეები

მცენარეები ყველაზე მოსაწყენი დიზაინის მქონე სახლსაც კი ალამაზებენ და ჟანგბადით ავსებენ მას. თქვენ შეგიძლიათ დაალაგოთ ისინი სხვადასხვა კუთხეში ან თაროებზე.

5. წიგნი როგორც დიზაინის ელემენტი

არ არის საჭირო შემოალაგოთ თქვენი წიგნები თაროებზე, მათი ფერადი ყდები ლამაზ დეკორაციას გვაძლევს. წიგნების განთავსება უამრავ უჩვეულო ადგილასაა შესაძლებელი მათ შორის ძველ რადიატორშიც კი.

4. განსხვავებული სკამები

სასადილო მაგიდასთან იდენტური სკამების დალაგება მოძველებული და მოსაწყენია. დიზაინერები გვთავაზობენ რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა სკამები. მათი შეხამება რომ მოხდეს ამისათვის საჭიროა ისინი იყვნენ ერთი ფერის ან ერთმანეთის მსგავსი დიზაინის.

3. უჩვეულო განათება

უბრალო ნათურებიც კი შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან კრეატიულად. მათი მეშვეობით შეგვიძლია გავანათოთ კედელზე დამაგრებული სურათები.

2. ოთახის გამყოფები

ოთახის გამყოფი შესანიშნავი გზაა თქვენი საყვარელი ადგილების გამოსაყოფათ. სულაც არაა აუიცილებელი ააშენოთ ოთახის გამყოფი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომოდი ან თაროები რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.

1. მყუდრო ადგილი ფანჯარასთან

ადგილი თქვენი ფანჯრის წინ შესანიშნავია განტვირთვისთვის. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომოდი ან სავარძელი და დაალაგოთ მასზე ბალიშები.

ბონუსი.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გიყვართ ბუნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის დიზაინში. მაგალითად: გამოიყენეთ ხის ელემენტები ავეჯში, მოხატეთ კედლები ტყის დიზაინში ან დაკიდეთ თქვენი საწოლი.

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სტატია თქვენს მეგობრებს.

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!