FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step

ამ 4 კითხვას შეუძლია გამოავლინოს თუ ვინ ხართ თქვენ რეალურად

Загрузка...

ამ პატარა ფსიქოლოგიური ტესტის გასავლელად, მხოლოდ ფურცელი, პასტა და თქვენი წარმოსახვის უნარი დაგჭირდებათ.
გაეცით შეკითხვას ის პასუხი, რომელიც პირველად მოგაფიქრდებათ გონებაში.

კომფორტულად მოკალათდით, ლოგიკური აზროვნება ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და წარმოიდგინეთ, რომ ოკეანის თბილ წყალში ცურავთ.

1. თქვენ ჩაყვინთეთ წყალში და უცებ ქალთევზა დაინახეთ. რა ფერია მისი კუდი?

2. ქალთევზის გვერდით თევზიც მიცურავს. როგორია ის? აგრესიული თუ მშვიდი?

3. თქვენ კიდევ უფრო ღრმად ჩაყვინთეთ და ნიჟარა იპოვეთ. როგორია ის? სწორი და ბრტყელი თუ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე?

4. თქვენ ამოყვინთეთ და ხმელეთზე დაბრუნდით. რამდენ ადამიანს ხედავთ სანაპიროზე?

დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ თქვენი პასუხები. მზად ხართ შედეგების სანახავად?

1. ქალთევზას კუდის ფერი განსაზღვრავს თუ რამდენად სოციალური ხართ:

– თბილი ფერები, როგორიცაა ლურჯი და მწვანე ნიშნავს, რომ თქვენ მორცხვი ხართ.
– ღია ფერები, როგორიცაა ყვითელი და ვარდისფერი ნიშნავს, რომ თქვენ უცხო ადამიანთანაც თავისუფლად გამონახავთ სალაპარაკოს.

2. თევზი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აგვარებთ თქვენ კონფლიქტებს:

– თუ მშვიდი თევზი წარმოიდგინეთ, ესე იგი თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი აზრის გამოხატვა.

– თუ აგრესიული თევზი წარმოიდგინეთ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კონფლიქტებისა და არგუმენტებისგან თავის შორს დაჭერა გირჩევნიათ.

3. ნიჟარა განსაზღვრავს თუ რამდენად გახსნილი ადამიანი ხართ:

– უბრალო ნიჟარა სწორი ზედაპირით ნიშნავს, რომ თქვენ ადვილად იხსნებით სხვა ადამიანებთან,

– უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ნიჟარის შემთხვევაში, თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ და არ გიყვართ სხვებისთვის ცხოვრების დეტალების გაზიარება.

4. ადამიანების რაოდენობა სანაპიროზე, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი მეგობარი გყავთ:

– თუ სანაპირო სავსეა ხალხით მაშინ, თქვენ უამრავი მეგობარი გყავთ.

– თუ სანაპიროზე რამდენიმე ადამიანია, ესე იგი თქვენ ცოტა მეგობარი გყავთ მაგრამ, ისინი თქვენთან ძალიან ახლოს არიან.

– თუ სანაპიროზე არავინ იყო თქვენს გარდა, ესე იგი თქვენ ხალხს არ ენდობით და მეგობრებსაც არ ეძებთ.

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!