FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step
banner
banner

ამ 11 რჩევის წყალობით თქვენ ბავშვივით დაგეძინებათ

Загрузка...

ყველამ ვიცით რომ, ძილს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ათასგვარი პრობლების გამო კი, ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ რომ, ნორმამდე (8 საათი ძილი) მაინც გვეძინოს. ამ სტატიაში მოცემული 11 რჩევა თქვენს ძილს გააძლიერებს, დილას კი ხალისს შემატებს.

11. საღამოობით სეირნობა

საღამოობით სეირნობა იდეალურია განსატვირთად. მოიხსენით თქვენი ყურსასმენები და დატკბით ხედით და ხმებით რომლებიც თქვენს გარშემოა, თან ამით თქვენს ტვინს დაეხმარებით რომ, აქტიური დატვირთვიდან, ნეიტრალურზე გადავიდეს.

10. აირჩიეთ რუტინა

როდესაც ყოველდღე ერთი და იმავე ადგილზე მიდიხართ, ამას თქვენი გონება უკვე ავტომატურად აკეთებს და ფიქრი აღარ გჭირდებათ. ასე ხდება ძილზეც. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთული რუტინა გექნებათ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ბალიშები დაალაგოთ, გამორთოთ შუქები და თქვენი გონება ამ განმეორებულ მოქმედებებს მიიღებს როგორც ძილის სიგნალს.

9. აირჩიეთ სწორი პოზიცია დასაწოლად

თუ გვერდულად წოლა გიყვართ, მაშინ დაწექით მარცხენა მხარზე და არა მარჯვენაზე, ეს თქვენი სისხლის მიმოქცევას დაეხმარება.
ზურგზე ძილი მაინცდამაინც კარგი არ არის, რადგან ის იწვევს ხვრინვას. განსაკუთრებით არ შეიძლება მათთვის ვისაც სუნთქვის პრობლემა აქვს.
მუცელზე წოლა ყველაზე უარესია. ის მოქმედებს თქვენს ხერხემალზე და იწვევს მის ტკივილს.
არც კისერ მოღრეცილი ძილი ვარგა, ლოგიკურია რომ, ის კისრის ტკივილს იწვევს.

8. იყავით საკუთარი პროდუქტიულობის გურუ

ძილის წინ ჩამოწერეთ 3 ძირითადი პრიორიტეტი ხვალინდელი დღისათვის. სულ 15 დავალებაც რომ გქონდეთ ხვალინდელი დღისთვის, მეორე დღეს თქვენი ტვინი მყისიერად პროდუქტიული გახდება ამ საკითხების მიმართ.

7. მედიტაცია

თუ თქვენ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, მაშინ ეს რამოდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ:

– ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა და ღრმად, შემდეგ კი პირით ამოისუნთქეთ.
– უამრავი ფიქრი ამოგიტივტივდებათ. გააცნობიერეთ ისინი და შემდეგ დაივიწყეთ.
– ყურადღება მიაქციეთ სხეულის ყველა ნაწილს, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დატვირთული (იყავით თავისუფლად).

6. კითხვა

უამრავ წარმატებულ ადამიანს ერთმანეთთან ის აერთიანებთ რომ, ისინი ძილის წინ წიგნს კითხულობენ. ამით მათი გონება ყოველდღიური პრობლემებიდან ითიშება და კონცენტრაცია წიგნზე ხდება.

5. არავითარი ტექნიკა ძილის წინ

ბევრ ადამიანს სჩვევია ძილის წინ სოციალური ქსელი ექაუნთების და იმეილის შემოწმება. მერწმუნეთ ეს საშინელი ჩვევაა. ტელეფონის ან კომპიუტერის მიერ გამოსხივებული სინათლე, არღვევს ჩვენს ტვინში მიმდინარე იმ ქიმიურ პროცესებს, რომელთაც ჩვენი დაძინება ევალებათ.

4. ილაპარაკეთ სარკის წინ

თავიდან შეიძლება ეს სისულელედ მოგეჩვენოთ და გაგეცინოთ, მაგრამ როდესაც თქვენ პოზიტიურად საუბრობთ სარკის წინ, მაგალითად ამბობთ: ”დღევანდელი პრობლემები დასრულდა, ხვალინდელი დღე წარმატებული და ხალისიანი იქნება”, ეს თქვენი ტვინის ქვეცნობიერზე მოქმედებს და დაძინებაში გეხმარებათ.

3. მოემზადეთ დილის რუტინისთვის

თუ თქვენ ყველა საფეხურს მიჰყვებით და იდეალურად გძინავთ ეს შესანიშნავია, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ თქვენ დილით გასაღებს, სათვალეს ან სხვა ნივთებს დაუწყებთ ძებნას. წინა ღამით, ყველაფერი რაც გჭირდებათ დაალაგეთ ერთ ადგილზე და მეორე დილით მხოლოდ საჭმლის ჭამა, წყლის გადავლება და წასვლა დაგჭირდებათ.

2. ძილის დრო

თუ თქვენ იძინებთ შუაღამის შემდეგ, ამ დროს თქვენი გონება უარყოფითად იმუხტება და იწვევს ცუდ სიზმრებს. ასე რომ, თუ გინდათ რომ, ”ტკბილი სიზმრები” ნახოთ, უნდა დაიძინოთ შუა ღამემდე.

1. მოათავსეთ თქვენი დარდი საწოლში

ყოველდღიური დაბრკოლებების და წარმატებების ჩაწერა-შენახვა ძილის წინ კარგია, რადგან ეს გეხმარებათ გამოანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გონებაში, რათა ხვალ ბევრად უკეთესი იდეები მოიფიქროთ.

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სტატია მეგობრებს.

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!