FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step
banner
banner

8 ნივთი რომელიც არასდროს არავის არ უნდა ათხოვოთ

Загрузка...

ყველამ ვიცით, რომ სხვისი სავარცხლის და კბილის ჯაგრისის ხმარება არ შეიძლება. თუმცა ამ ორის გარდა კიდევ ბევრი ნივთი არსებობს რომლებიც სუფთა მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს და  მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდეს.

8. ტუჩის გლოსი და პომადა

სხვისი (თუნდაც უახლოესი ადამიანის) ტუჩის გლოსისა და პომადის გამოყენებით მარტივად შეიძლება გამდმოგედოთ ისეთი დაავადება როგორიცაა ჰერპესი. თუ რაიმე დაავადების სინდრომს შენიშნავთ მაშინვე გადააგდეთ ის პომადა, ტუჩები კი სუფთა ქსოვილით გაიწმინდეთ, რათა ბაქტერიები მოიშოროთ.

7. ყურსასმენები

ყველა ადამიანს, ბაქტერიული ფლორის დაბალანსებული რაოდენობა აქვს ყურის ცვილში. როდესაც სხვის ყურსასმენს ვხმარობთ შანსი დიდია, რომ ეს ბალანსი დაირღვეს, რასაც ყურის ანთება მოჰყვება შედეგად. გაწმინდეთ საკუთარი ყურსასმენები კვრაში ერთხელ მაინც.

6. თმის სამაგრები და სახვევები

სოკო და ტილები მარტივად ვრცელდება სხვისი სავარცხლის, თმის სამაგრის ან სახვევის გამოყენებით. გაასუფთავეთ თქვენი თმის მოვლის საშუალებები ყოველ კვირას და არ ათხოვოთ სხვას.

5. დეოდორანტი

სხვისი დეოდორანტის ზედაპირი რომელიც კანს ეხება შეიძლება ბაქტერიებს შეიცავდეს. უმჯობესია დეოდორანტები ბანაობის შემდეგ იხმაროთ როცა თქვენი კანი ჯერ კიდევ სუფთაა.

4. პირსახოცი

პირსახოცი იწოვს სითხის მაქსიმალურ რაოდენობას ადამიანის კანიდან. მისი ზედაპირი იდეალურია სოკოების, ბაქტერიების და ტილების გასავრცელებლად. რა თქმა უნდა არ უნდა იხმაროთ სხვისი პირსახოცი და ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ თქვენსასაც 3-4 დღეში ერთხელ გამოცვლით ხოლმე.

3. მანიკური და კოსმეტიკური აქსესუარები



საკუთარი პინცეტი, ფრჩხილების საკვნეტი, ეპილატორი, სამართებელი და სხვა მსგავსი აქსესუარები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენ. არ ათხოვოთ ისინი არც ერთ მეგობარს თუ არ გინდათ, რომ შემთხვევით რაიმე ინფექცია დაგემართოთ.

2. სახის მოვლის აქსესუარები



სახის საწმენდი ჯაგრისები და მსგავსი ნივთები მართალია პრაქტიკულები არიან მაგრამ, რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ ისინი ბაქტერიების თავშეყრის ადგილად იქცევიან და მათ გამოყენებას შეიძლება გამონაყრის გავრცელება მოჰყვეს სახეზე.

1. სახლის ფეხსაცმელები

არ ჩაიცვათ სხვისი ჩუსტები რადგან, მათმა გამოყენებამ შეიძლება სოკოს გავრცელება გამოიწვიოს ფეხზე. ასევე უნდა იცოდეთ, რომ არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი ოფლიან ფეხზე რადგან, ამ დროს ძალიან ხელსაყრელი პირობები იქმნება სოკოს გასავრცელებლად.

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სტატია მეგობრებს.

 

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!