FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step
banner
banner

10 ძლიერი ფსიქოლოგიური ფილმი, რომელიც ცოტას აქვს ნანახი

Загрузка...

არსებობს ფილმები, რომლებსაც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ და ხალხის უმეტესობას ისინი არ აქვთ თავიანთ კოლექციაში. მაგრამ ზოგიერთი მათგანი ნამდვილად იმსახურებს იმდენივე ყურადღებას, რამდენიც ნებისმიერ ახალ ბლოკბასტერს აქვს.

ჩვენ გავაკეთეთ სწორედ ესეთი ფილმების სია, ყველა მათგანი გამოირჩევა და ნახვის შემდეგ ემოციებით აღსავსეს დაგტოვებთ.

 

ვისაუბროთ კევინზე

ეს არის ამბავი საშინელ მაგრამ ლამაზ ურთიერთობაზე დედასა და შვილს შორის. ევამ გადადო ყველა თავისი პერსონალური და პროფესიული ამბიციები და თავისი ცხოვრება შვილის აღზრდას დაუთმო. მათი ურთიერთობა ფილმის დაწყებიდანვე ძალიან რთულია. 15 წლის ასაკში კევინი ჩაიდენს ისეთ რაღაცას, რისი მოგვარებაც შეუძლებელია და ევა იტანჯება კითხვით – მისი ბრალია ეს თუ არა?

 

გვერდითი მოვლენები

ეს ფილმი სავსეა საიდუმლოებითა და უცნაურობებით. ის გვაჩვენებს ჩვენ, თუ რა შედეგი მოაქვს მთელი ცხოვრება ანტიდეპრესანტებზე ყოფნას. მედიკამენტების ხშირი გამოყენება ყოველთვის ისახება ადამიანის ტვინზე, ზოგჯერ შემაშინებელი სახითაც კი.

 

მარტა მარსი მეი მარლენი

ეს არის ძალიან ღრმა და დახვეწილი ფილმი, რომელიც გიჩენთ ძალიან ბევრ შეკითხვას და აიძულებს მაყურებელს აფიქრებინოს: აქვს თუ არა მთავარ გმირს გაყოფილი გონება, თუ ეს მხოლოდ მისი მოგონებებია, ეს რეალობაა თუ ილუზია? ეს ფილმი იყო დებიუტი ელიზაბეტ ოლსენისთვის. მისი შესრულება მაყურებელს გაოცებულს დატოვებს.

ის

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თანამედროვე დროის ერთ-ერთო ყველაზე ორიგინალური ფილმი, რომელიც მოეწონათ როგორც კრიტიკოსებს, ასევე მაყურებლებსაც. მთავარი აზრი არის ცოტა მოულოდნელი : მთავარ გმირს უყვარდება… კომპიუტერის ოპერაციული სისტემა. ეს ხომ აბსურდულია? მაგრამ ეს ფილმი არის ნამდვილ ურთიერთობაზე – იმის მიუხედავად, რომ „მას“ არ აქვს ტანი.

 

ეშვი

ორაზროვანი, მაგრამ მომხიბვლელი ფილმი. ეს არის ანტი-ტოტალიტარული ფილმი, რომელიც დასცინის პატრიარქალური ოჯახის ღირებულებებს და ბურჟუაზიული საზოგადოების იდეალებს „ჩემი სახლი ჩემი სასახლეა“. ოჯახის დახურული სამყარო არის გამოსახული ყველაზე მკაცრი გზით.

 

კლივლენდელი მძევლები

ფილმი იყო შთაგონებული რეალური ამბავით. 11 წლის შემდეგ მანიაკის მიერ დატყვევებული ახალგაზრდა ქალი ახერხებს საღი აზროვნების შენარჩუნებას და ქმნის ოჯახს უბედურ კომპანიონთან ერთად. ამ ფილმის ყურება არის რთული, მაგრამ ამავდროულად თქვენ სწავლობთ ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ.

 

ცეცხლფარეში

ეს თრილერი გამყოფებთ გაუგებრობაში მის ბოლო წამამდე და მისი დამთავრების შემდეგაც კი, თქვენ იფიქრებთ ადამიანის ბუნებაზე და ცენტრალურ კითხვაზე : ადამიანის რა ნაწილი არის განსაზღვრული გენებით, და რა ნაწილი არის ჩამოყალიბებული გარემო პირობებიდან გამომდინარე?

 

საშო

ქალი უკეთებს კლონირებას მის მკვდარ შეყვარებულს, და შემდეგ ზრდის მას, თოთო ბავშვიდან თინეიჯერულ წლებამდე, ამ ყველაფრის განმავლობაში იგი ფიქრობს, სწორი იყო მისი გადაწყვეტილება თუ არა. უიმედობის ატმოსფეროს ეხმარება რუხი ფონი, მიტოვებული ინგლისური ქალაქი და საერთო აზრი, ტანჯვისა და იმედგაცრუების, რომელიც ანადგურებს როგორც პერსონაჟებს, ისევე მაყურებელს.

 

მშვიდობით სოლო

უჩვეულო ფილმი ტაქსის მძღოლის შესახებ, რომელსაც აქვს დიდი გული და ცდილობს დაუბრუნოს სიხარული, იმედი და რწმენა მის ერთ-ერთ მგზავრს. ეს არის ფილმი, რომელიც გვასწავლის კაცობრიობის მნიშვნელობას – გასაოცარია, რომ ეს ფილმი არის შედარებით უცნობი რეჟისორისგან და ასევე უცნობი მსახიობების შესრულებით.

 

შავი ბუშტი

ამ ფილმმა აიღო ჯილდო 2008 წელს ბერლინის ფილმების ფესტივალზე, კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი ახალგაზრდებისთვის“. ნამდვილად, ეს არის საუკეთესო გზა ამ საოცარი ამბის აღსაწერად, რომელშიც სიყვარული, ოჯახური მოვალეობები და საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ, არის იდეალურად გადაჯაჭვული ერთმანეთში.

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!