FREE DOWNLOAD NOW
Confirm that you accept the terms
Soon Done
Just one more click and you are done!
Final Step!
Click
Add extension to complete the
final step

სახლის ჭიანჭველებისგან გათავისუფლების 3 ხერხი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს ასეთი ადვილია!

Загрузка...

ჭიანჭველების თავდასხმის მოგერიება რამოდენიმე ხერხით არის შესაძლებელი. თანამედროვე ქიმური საშუალებები ჭიანჭველების მოშორების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. გელები, შესასხამი საშუალებები, მოსაწამლი ნივთიერებები ნამდვილად მუშაობს, თუმცა სამწუხაროდ ეს ნივთიერებები არამხოლოდ მწერებს, არამედ ჩვენც გვაყენებს ზიანს.

გელი რომელიც გამოიყენება მწერებისგან დასაცავად შეიცავს 0.05% ნივთიერებას, რომელსაც ქვია ფიპრონილი. ის იწვევს ფარისებრი ჯირკვალის გაფართოებას. აეროზოლები შეიცავს გაზს, რომელიმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილები. ასევე ეს ნივთიერებები საკმაოდ ალერგიულია ბავშვებისათვის.

ჭიანჭველებისგან დასაცავი საშუალებები

თუ თქვენ გაქვთ საშუალება დატოვოთ ქიმიური საშუალებებით დამუშავებული ადგილი 3 დღე-ღამით მაინც, მაშინ ეს საშუალებები აღარ არის მავნე. მაგრამ თუ წასასვლელი არ არის უნდა გამოიყენოთ სხვა საშუალებები.

  • შემოტყუება ბორის მჟავით – ერთ ერთი ეფექტური ხერხია. მოხარშული კვერცხის გული შეურიეთ რაიმე ტკბილს. ეს შეიძლება იყოს შაქარი, მურაბა, თაფლი. დაამატეთ მიღებულ მასას 20გრ ბორის მჯავა. გააკეთეთ მისგან პატარა ბურთულები და დაალაგეთ იქ, სადაც ყველაზე ხშირად ხედავთ ჭიანჭველებს.

რამოდენიმე დღეში თქვენ შეამჩნევთ, რომ მწერები ნელ-ნელა დაიხოცებიან. თუ ასეთ ბურთულებს გააჩერებთ 1 თვე მაინც, თქვენს სახლში აღარ იქნება არცერთი ჭიანჭველა.

  • ნიორი – ეს ჭიანჭველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ თქვენ არ გაწუხებთ ნივრის სუნი, დაალაგეთ ნიორის კბილები კუთხეებში ან პლინტუსებთან.

  • სკოჩით გაკეთებული მახე ჭიანჭველების დასაჭერად ძალიან კარგად მუშაობს. დააკარით ორმხრივი სკოჩი ქაღალდს შუაში კი მოათავსეთ რაიმე საკვები. თუმცა ამ ხერხით შესაძლებელია მხოლოდ ცოტა რაოდენობის ჭიანჭველების დაჭერა.

თქვენ შეიძლება შეაჩეროთ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები, თუმცა არ უნდა მოდუნდეთ, რადგან ისინი შეიძლება დაბრუნდნენ. ამისთვის თქვენ უნდა მიიღოთ ზომები პროფილაქტიკის მიზნით.

  • არასდროს არ დატოვოთ საჭმელი ჭიანჭველებისთვის. კარგად გამოხვეტეთ ნამცეცები და ხშირად გადაყარეთ ნაგავი.

  • შიგადაშიგ დაალაგეთ სახლი სპირტის გამოყენებით. 10 ლიტრ წყალზე გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი.

  • დაიცავით საკონდენსაციო მილი – დაახარით მის გარშემო ორმხრივი სკოჩი.

დახარჯეთ ცოტა ძალისხმევა და გაოცდებით, თუ რამდენად ადვილია ჭიანჭველებისგან თავის დაღწევა.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები  მეგობრებს!

Загрузка...
პოპულარული
აქ ჯერ არაფერია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
error: Content is protected !!